Project Pablo

პარასკევს, 7 ივნისს ჩვენი კლუბის მთავარ ოთახში მონრეალის ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენელი Project Pablo დაუკრავს. მისი მუსიკა Hypercolour, 1080p და Sobo-ზე არის გამოსული. Project Pablo-ს მუსიკა კანადის ანდერგრაუნდ სცენის განმსაზღვრელ ჟღერადობას წარმოადგენს. მასთან ერთად კლუბის მთავარ ოთახში დაუკრავენ Kraumur და Hatsvali / HTSVL. სმოლ რუმში კი ლოკალური სცენის არტისტები Gio Shengelia და Ash Scholem მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ.

 

შუაღამემდე კლუბში შემოსვლის საფასური 10 ლარი იქნება, შემდგომ კი - 25.

20 ლარი იქნება ბილეთის ღირებულება თუ მას ონლაინ შეიძენთ.